ლეო მესი, ბავშვობის სიყვარულზე 29 წლის ანტონელა როკუცოზე დაქორწინდა

02 Jul 2017 02:54

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, „ბარსელონას“ 30 წლის არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი, ბავშვობის სიყვარულზე 29 წლის ანტონელა როკუცოზე დაქორწინდა.


საქორწილო ცერემონიალი არგენტინაში, მესის მშობლიურ ქალაქში, ფეშენებელურ სასტუმრო როსარიოში გაიმართა.

ქორწილისთვის ატგენტინაში მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჩავიდნენ. ცერემონიალს დაესწრო მომღერალი შაკირაც.

წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც მესი 5 წლის, ანტონელა კი 4 წლის იყო.

მათი ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო. ისინი ბარსელონაში ცხოვრობენ და 2 ვაჟი ჰყავთ: 2012 წელს დაბადებული ტიაგო და 2 წლის მატეო.


წყარო: newposts.ge



კომენტარები:

ფართი შოპი