"რამდენიმე გაზულუქებული კაცის ხუშტურზეა დამოკიდებული მთელი პოლიტიკური ცხოვრება და სულ თავზე დაგვემხობა ეს ქვეყანა"-ბაია პატარაია

04 Oct 2018 02:05

"რამდენიმე ქალმა ძაან ვიშრომეთ და ძაან ვიწვალეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები მოგვეყვანა დებატებზე ხვალ 4 ოქტომბერს 11 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ქალების პოლიტიკური მონაწილეობა მხოლოდ პარლამენტში კვოტები კი არაა, ქალთა საკითხებზე პოლიტიკოსები რომ საუბრობენ, ეგეც ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა.


ჩვენი მცდელობები ზოგთან წარმატებული აღმოჩნდა, ზოგმაც წიხლი გვიკრა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დაგვიკლია. 


ჩემი ღრმა რწმენით, ის საპრეზიდენტო კანდიდატები და პარტიები, რომელიც ქალთა საკითხებს ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ - ხვალ მოვლენ, და ვისაც ქალები მხოლოდ მოცლილობის ჟამს ახსენდება, ის დაიკიდებს. მე პირადად მხოლოდ იმ კანდიდატებიდან ავარჩევ მომავალ პრეზიდენტს, ვინც ხვალ გვიკადრებს და 2 საათს დაგვითმობს.


მავანი იტყვის, რა დროს ქალებია, თავზე გვემხობა სახელმწიფოო. სწორედ მაგიტომ გემხობათ თავზე, რომ არასოდეს არაა ქალის, ბავშვის, მოხუცებულის დრო ამ ქვეყანაში და მხოლოდ რამდენიმე გაზულუქებული კაცის ხუშტურზეა დამოკიდებული მთელი პოლიტიკური ცხოვრება და სულ თავზე დაგვემხობა ეს ქვეყანა, სანამ ამომრჩევლები არ გავხდებით უფრო პრეტენზიულები და მომთხოვნები, სანამ იმ საკითხებზე არ ავალაპარაკებთ პოლიტიკოსებს, რომელიც ჩვენ მართლა გვაინტერესებს. პოლიტიკური კულტურის დასახვეწად, დემოკრატიული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად და ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის კეთდება ხვალინდელი შეხვედრაც. 


პ.ს. ინტერესით ველი, რომელი მედია გააშუქებს ამ ამბავს.


პ.ს.ს. შეხვედრაზე დასწრების მსურველმა ქალებმა პირადში მომწერეთ, რამოდენიმე ადამიანის დამატებას, ვფიქრობ, შევძლებთ."


კომენტარები:

ფართი შოპი