"ქართულმა ოცნებამ" თავის წიაღში გაზარდა ურჩხული, რომელიც ახლა საკუთარ მშობელს ჭამს"- გია ხუხაშვილი

04 Oct 2018 03:25

"ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ იგი სისხლიანი 9 წლის რიტორიკაში ჩარჩა. რეალობა ასეთია - ისეთი განცხადებები, რომელიც „ოცნების“ სახელით კალაძემ წაიკითხა, ხელისუფლებას პრობლემას კი არ უხსნის, არამედ უფრო უმძიმებს მდგომარეობას."- ამბობს “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.


"ფაქტობრივად, დღეს „ოცნების“ მთავარი პრობლემა ოქუაშვილი კი არაა, არამედ ის, რომ მან თავის წიაღში გაზარდა ურჩხული, რომელიც ახლა საკუთარ მშობელს ჭამს. ესაა მთავარი პრობლემა და იგი ამას ვერანაირად ვერ აცნობიერებს.


ამ ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ პრობლემა „ოცნების“ შიგნითაა. მმართველმა გუნდმა თავის წიაღში უნდა ეძებოს ურჩხული. რატომღაც მათ ამაზე თვალის დახუჭვა ურჩევნიათ. არადა, მაღალია იმის ალბათობა, რომ სისტემურ მანკიერებას ხელისუფლება უკვე მძევლად ჰყავს აყვანილი და მანევრის საშუალებას აღარ აძლევს."-განმარტავს ხუხაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი