"2020 წელს „ოცნებას“ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ ექნება"- გია ხუხაშვილი

04 Oct 2018 03:37

"28 ოქტომბრის არჩევნები იქნება ნეგატიური ტიპის არჩევნები, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსებს. რადგან ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი, ის ფიქრობს ასე - არც ერთის არ მჯერა, ამიტომ, გადაიხადე და გადმოგიგდებ"- ამბობს “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.


"გამომდინარე იქედან, რომ რესურსები ხელისუფლების ხელშია, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება შესაძლებელია, მაგრამ მას არ ექნება ლეგიტიმაცია. ანუ, მას რეალური ამომრჩეველი მას არ ეყოლება. ეს იქნება ერთჯერადი კონტრაქტი ფსევდოამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის.


ეს საკმაოდ ცუდი მოცემულობაა, რადგანაც 2018 წლის არჩევნებით ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაკარგავს თავის ლეგიტიმაციას. თუ ხელისუფლებამ სისტემურ მანკიერებაზე, მარიხუანისა თემაზე და ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე სირაქლემის პოზაში ყოფნა ამჯობინა, ეს მისთვის იქნება გზა არსაით. ამ ტიპის მოვლენათა განვითარებით 2020 წელს „ოცნებას“ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ ექნება.


2020 წლისთვის რა ალტერნატივა გაჩნდება და რა როგორ მოხდება, ეს უკვე დროის საკითხია. მაგრამ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მოგახსენეთ, სწორედ ასე მოხდება."-აღნიშნავს  ხუხაშვილი.






კომენტარები:

ფართი შოპი