ხაშურში, პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს და ტრანსპორტს მოითხოვდა

04 Oct 2018 12:45

ინციდენტი ხაშურის რაიონულ სასამართლოში - პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს და ტრანსპორტს მოითხოვდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. "კურიერის" ინფორმაციით კი ეჭვმიტანილი - განსასჯელი რამაზ ფირცხელაურია, რომელსაც ყაჩაღობა ედება ბრალად. 


ინციდენტი ხაშურის სასამართლოში მალევე ამოიწურა. პატიმარი, რომელმაც ბადრაგი მძევლად აიყვანა, ციხეშია დაბრუნებული. 


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რაც მალევე აღიკვეთა. 


კომენტარები:

ფართი შოპი