ბჰუტანი – ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს

02 Jul 2017 03:41

ბჰუტანი – მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ოფიციალურ რელიგიად, ”სულიერ მემკვიდრეობად” ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა აღიარებული. ამიტომაც, ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.


2008 წელს შეიქმნა ”საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისია” (Gross National Happiness Commission) რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. მოსახლეობის აღწერისას მოქალაქეებს კითხვას უსვამენ: ” ხართ თუ არა ბედნიერი?” 2005 წელს, უკანასკნელი აღწერისას მოსახლეობის 45.2%-მა ამ კითხვას გასცა პასუხი ” ძალიან ბედნიერი ვარ”, 51.6%-მა – ”ბედნიერი ვარ”, და მხოლოდ 3.3%-მა – ”არც თუ ისე ბედნიერი ვარ”.

 

ბჰუტანში მთლიანი შიდა პროდუქტის ცნება შეცვლილია უფრო შესაფერისი ინდიკატორით – ”მთლიანი ეროვნული ბედნიერებით”. ეს გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს, ამგვარად, ადამიანების გაბედნიერება ეროვნული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს.


აქ ცხოველების დახოცვა აკრძალულია, ამიტომ, თითქმის ყველა ვეგეტარიანელია. იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ, რასაც კი ამ მიწაზე აწარმოებენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. არ იჩეხება ტყეები, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.


ქვეყანა დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ არის, სამხრეთი და ცენტრალური ნაწილები  აუთვისებელ ტერიტორიას წარმოადგენს უზარმაზარი ნაკრძალებით, ფლორითა და ფაუნით. ბჰუტანმა ეს ყველაფერი ერთი მარტივი მიზეზის გამო შეინარჩუნა – აკრძალულია ნადირობა და ფაქტობრივად, არ იჩეხება ტყეები.


სამეფო სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს საკვები პროდუქტებითა და ტანსაცმლით. ამასთან, მთლიანი მოსახლეობა ეროვნულ სამოსს – კხოს ატარებს.



წყარო: დუდანას ბლოგი

http://dudana.kvirispalitra.ge/?p=16715


კომენტარები:

ფართი შოპი