"ივანიშვილს სურს ახალგაზრდების წარმოდგენაში პოლიტიკა "გააბანძოს", ამიტომ აფინანსებს "გირჩს"- სააკაშვილი

05 Oct 2018 11:47

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი  "გირჩს" აფინანსებს იმ მიზნით, რომ ახალგაზრდების წარმოდგენაში პოლიტიკა "გააბანძოს".


"ძალიან სწორი აქცენტებია ბრიტანელი ჟურნალისტისგან. ივანიშვილი ზუსტად იმიტომ აფინანსებს "გირჩს",რომ მისი მიზანია ახალგაზრდების წარმოდგენაში პოლიტიკის გაბანძება. საპროტესტო მუხტის შედარებით მეორეხარისხოვან თემაზე გადატანა და მნიშვნელოვანის დისკრედიტაცია, ცრუ ცნებების თავზე მოხვევა თითქოს "მიშაც და ბიძინაც ერთია","არცერთი პოლიტიკოსი არ ვარგა" და ამგვარად სტატუსქვოს,ე.ი,მაფიოზური მმართველობის შენარჩუნება"-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 




კომენტარები:

ფართი შოპი