“ქართული ოცნების” პრესსამსახური ზურაბ ყიფშიძის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ირკვევა, რომ მსახიობი მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში, ძალიან კარგად. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაუდგამს ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა. მან ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, გრძნობები, რომლებიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ დიდი ხანია საზღვარგარეთ. ყველაფერი ესმის. ძალიან ბევრი უნდა დავინახოთ და უნდა დავაფასოთ. ძალიან დიდი დამსახურებაა მისი, რომ ემიგრანტებმა დაიბრუნეს, ასე ვთქვათ, საქართველოს პასპორტები ოფიციალურად. ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ისეთ მომენტებში, როცა უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, თქვა. არავისი არ მოერიდა. არის პირდაპირი, არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი“, - განაცხადა მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ რუსთაველის თეატრში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე.