2025 წლისთვის ახალი ტრანსპორტი მხოლოდ ელექტრული იქნება

02 Jul 2017 04:30

RethinkX-ის დამფუძნებლისა და სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორის ტონი სებას პროგნოზით 2025 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილი, ავტობუსი და ტრაქტორებიც კი იქნება ელექტრულ ძრავაზე. უახლოეს წლებში დაეცემა როგორც ელექტრომობილების ფასი, ისე მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე. დიზელისა და ბენზინის ტრანსპორტის წარმოება მთლიანად შეწყდება, ხოლო ნავთობის წარმოებას კოლაფსი ელოდება.


გარდატეხის მომენტი ორ-სამ წელიწადში დადგება, ამ დროისთვის სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ ელექტრომობილების სვლის მანძილი 320 კმ-ს გადააჭარბებს, ხოლო აშშ-ში მათი ფასი დაეცემა 30 000 აშშ დოლარამდე. 2022 წლისთვის კი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელები ეღირება მხოლოდ 20 000 აშშ დოლარი. სწორედ ამ დროს დაიწყება ელექტრომობილების ბუმი.


ტონი სებას აცხადებს, რომ ნავთობზე მოთხოვნის პიკი 2020 წელს დადგება, როდესაც იგი დღეში 100 მლნ. ბარელს მიაღწევს, რის შემდეგაც დაიწყებს ვარდნას. 2030 წლისთვის მოთხოვნა უკვე დღეში 70 მლნ. ბარელი გახდება. მართალია ნავთი ჯერ კიდევ საჭირო იქნება ავიაციისა და ქიმიური მრეწველობისთვის, მაგრამ ბენზინი ნელ-ნელა მოხმარებიდან გამოვა. საგზაო ტრანსპორტში გამოყენებისთვის ნავთობის მოხმარება შემცირდება დღეში 8 მლნ. ბარელიდან 1 მლნ. ბარელამდე.

 

ელექტრომობილის ფლობა უფრო ხეირიანი იქნება, ვინაიდან 1 მილი ელექტრომობილზე დაჯდება 6,8 ცენტი (კილომეტრის ღირებულება იქნება დაახლოებით 4,25 ცენტი, 100 კმ.-ზე 4,25 აშშ დოლარი - „ელექტრომობილი“-ს შენიშვნა). მომხმარებელი ელექტრომობილს  უპირატესობას მიანიჭებს მისი ეკონომიურობის, კომფორტულობისა და ეფექტურობის გამო. 2030 წლისთვის მგზავრობის 95% განხორციელდება უპილოტო ელექტრომობილებით. დაზღვევის ღირებულება შემცირდება 90% (ალბათ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევაზეა საუბარი. შემცირების მიზეზი მარტივია, თუ ტრანსპორტის უმეტესობა უპილოტო იქნება ავარიის ალბათობა მკვეთრად შემცირდება, სულ ცოტა იმიტომ, რომ „გონკაობას“ ვერავინ დაიწყებს - „ელექტრომობილი“-ს შენიშვნა). მაშინ როდესაც აშშ-ს საშუალო შესაძლებლობის მქონე ოჯახი წელიწადში 5600 აშშ დოლარის ეკონომიას ნახავს სატრანსპორტო ხარჯისა და დაზღვევის გაიაფებით, აშშ ბიუჯეტი წელიწადში 50 მლრდ.- აშშ დოლარს დაკარგავს, საწვავის დაბეგვრისთვის განკუთვნილი გადასახადების სახით.


Financial Post ტრანსპორტის ელექტროფიკაციას ადარებს ფირის ვიდეო და ფოტო კამერებიდან ციფრულზე გადასვლას. ციფრული კამერის საექსპლუატაციო ხარჯები მინიმალურია. თითქმის მსგავსია ელექტრომობილიც - მას არ უნდა ბენზინი, ის შედგება გაცილებით ცოტა ნაწილისგან, რომლებიც უფრო დიდხანს უძლებენ.


აშშ-ში ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა გაზრდის ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას 18%, თუმცა საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა საჭირო არ იქნება. ელექტრომობილების ელემენტების ბატარეების დამუხტვა შესაძლებელია განხორციელდეს ავტონომიურად, როგორ ავტომფლობელთა სახლების, ასევე ელექტრომობილების მზის პანელებით აღჭურვის შედეგად.


საკუთარ მოხსენებაში ტონი სება ასევე პროგნოზირებს, რომ 15 წლის შემდეგ ამერიკელთა მხოლოდ 20% ექნება საკუთარი ავტომობილი. უკვე 2021 წლისთვის ქირით აღებული ელექტრომობილით 1 მილზე მგზავრობის ღირებულება 4-10 ჯერ უფრო იაფი იქნება, საკუთარი ელექტრომობილით მგზავრობასთან შედარებით.


შვედურმა კონცერნმა ვოლვომ (Volvo) უკვე შექმნა სპეციალური სამსახური, რომელიც ქარშერინგით (ავტომობილების ქირის ნაირსახეობა, რომელიც იყენებს წუთობრივ ან საათობრივ ქირის გადასახადს. ძირითადად გამოიყენება ქალაქის მასშტაბით მგზავრობისთვის - „ელექტრომობილი“-ს შენიშვნა). ამავე დრო, ვოლვოს ხელმძღვანელმა ხოკან სამუელსონმა განაცხადა, რომ დიზელის ავტომობილების წარმოება უახლოეს წლებში ეკონომიკურად არახელსაყრელი იქნება. 2017 წლიდან კონცერნი წყვეტს დიზელის ახალი ძრავების შემუშავებას, ხოლო 2023 წლიდან - მათ წარმოებას.


 

სტატიის ორიგინალი: https://hightech.fm/2017/05/18/fossil_fuel_vehicles_doom


კომენტარები:

ფართი შოპი