"რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლისთვის" ნინო მიქიაშვილს იეღოველებმა უჩივლეს

09 Oct 2018 04:29

ჩვენებას პოლიციაში აღარ, მაგრამ სასამართლოში მივცემ.


იეღოველებთან დაკავშირებით პოლიციაში ჩვენებას მეორედ აღარ მივცემ, რადგან სათქმელი აღარაფერი მაქვს. თუ მაინცდამაინც აუცილებელია ამის გაკეთება, მზად ვარ სასამართლოში მივიდე და იგივე ჩვენება გავიმეორო, რაც მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სანზონის პოლიციას მივეცი. რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბრისას იგივე ვუთხარი სანზონის პოლიციის წარმომადგენელს.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტის ბოლოს იაღოველებმა 80 წლის დედაჩემს ბუკლეტები მიაჩეჩეს ხელში, რის გამოც ისინი მივაბრძანე. იჩივლეს. იმავე დღეს სანზონის პოლიციაში ჩემი გამოკითხვა მოხდა. 4 ივნისს პოლიციაში ხელმეორედ დამიბარეს - აღმოჩნდა, რომ გამოძიება დაიწყო "რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის" ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციაში  ჩვენების მისაცემად დამიბარეს.


მას შემდეგ, რაც 4 ივნისს ინფორმაცია აქ, ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე, პროკურატურიდან დამიკავშირდნენ  და მითხრეს, რომ დაკითხვაზე აღარ მივსულიყავი, რადგან საქმე შეწყვეტილი იყო.


24 სექტემბერს პოლიციიდან კვლავ დამირეკეს. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ საქმეზე გამოძიება ხელმეორედ დაიწყო.


ლიბერალების და სექტანტების აქტიურობის ფონზე, რასაც საფუძვლად უდევს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის მტკიცე მხარდაჭერა, გამორიცხული არ არის იეღოველების საჩივრის საფუძველზე ხელმეორედ დაწყებულმა გამოძიებამ სასამართლოში გადაინაცვლოს და ბრალდებულის სტატუსის მატარებელიც გავხდე.


ჩემს მეგობართან და ცნობილ ადვოკატთან Mamuka Nozadzeსთან გავიარე კონსულტაცია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სანზონის პოლიციაში ერთიდაიგივეს გამეორებას აზრი არ აქვს და თუ აუცილებელია ჩემი დაკითხვა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენებას სასამართლოში მივცემ


კომენტარები:

ფართი შოპი