ცეზარ ჩოჩელი ხელოსნების უბანს ქმნის

09 Oct 2018 04:40

ცეზარ ჩოჩელი ხელოსნების უბანს ქმნის. როგორც ბიზნესმენმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, უბანი ლუდის ქარხნის მიმდინარე ტერიტორიაზე მოეწყობა და მისი საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი დოლარი იქნება. 


“ჩვენ გვინდა რომ ნებისმიერ ჩამოსულ ტურისტს ჰქონდეს შესაძლებლობა, ნახოს თუ როგორ იქსოვება ფარდაგი, როგორ იქმნება თექა, ამიტომ ვქმნით ამ უბანს. თუმცა აქ ერთი პრობლემა გვაქვს საკადასტრო ხაზების გასწორება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ “-აცხადებს ბიზნესმენი. 


მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებისას მათ, უცხოეთში მცხოვრები ქართველი პარტნიორი ეყოლებათ, რომელიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქართველოში ხელოსნების უბნის შექმნაში ჩაერთვება. თუმცა ჩოჩელი ამ დროისთვის მის ვინაობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ ის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 


Bm.ge


კომენტარები:

ფართი შოპი