თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, N15 ბაგა-ბაღის დირექტორის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

09 Oct 2018 23:14

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 


როგორც საინფორმაციო პორტალ "მხარეს" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა და პირადად განუმარტა საქმის ვითარება.


"გვსურს გამოვეხმაუროთ გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლების მიერ თბილისის N15 ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.


განვმარტავთ, რომ აღნიშნული ბაღის დირექტორი მიმდინარე კვირაში სარგებლობს კუთვნილი შვებულებით და არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაწყებულია ფაქტის მოკვლევა, სააგენტო დაელოდება ამ უწყების დასკვნას და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.


აქვე, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბაღების მართვის სააგენტოში მოვიდნენ პოლიტიკური მოთხოვნებითა და დესტრუქციული ქმედებებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა და პირადად განუმარტა საქმის ვითარება."-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები:

ფართი შოპი