თეა წულუკიანი სკოლის მოსწავლეებს შორის ფრანგული ენის პოპულარიზაციას საფრანგეთის საელჩოსთან ერთად აგრძელებს

10 Oct 2018 01:00

სამართლებრივი კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის - კონკურსი, რომლის იდეაც იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის და რომლისმიზანიც სკოლებში ფრანგული ენის პოპულარიზაციაა, დასრულდა.  თეა წულუკიანი ილია ჭავჭავაძის  სახელობის  თბილისის  №23  საჯარო  სკოლაში იმყოფებოდა და ესეების კონკურსის გამარჯვებული სამი მოსწავლე დააჯილდოვა. კონკურსში შვიდისკოლის 18 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და მოწვეული სტუმრებიესწრებოდნენ.



იუსტიციის მინისტრმა ესეს ავტორები და მათი მასწავლებლები ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სასწავლოვიზიტით მიიწვია. მოსწავლეებს ყვარელში საშუალება ექნებათ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებდამატებითი ცოდნა მიიღონ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ შეთავაზებულკიბერბულინგის საწინააღმდეგო ტრენინგს დაესწრონ. სასწავლო ვიზიტი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მომდევნოკვირას შედგება.



ესეების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საფრანგეთისსაელჩოს მხარდაჭერით „ფრანკოფონია 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზეშექმნეს ესეები საქართველოსა და საფრანგეთში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ადამიანისა და კანონისურთიერთმიმართების თემებზე. კონკურსში  მონაწილეობა  შეეძლოთ საჯარო  და  კერძო  სკოლების IX, X, XI და XII  კლასების მოსწავლეებს.



ესეების კონკურსის − „ადამიანი და კანონი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოსა და საფრანგეთში“ − მიზანიიყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ და სამოქალაქო საკითხებზე; ფრანგული ენის პოპულარიზაცია დასაფრანგეთის, როგორც ქვეყნის, სამართლებრივ კონტექსტში გაცნობა.



იუსტიციის მინისტრი ფრანკოფონია და როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული. ამიტომაც ისფრანგული ენისა და კულტურის მხარდასაჭერ ღონისძიებებში სისტემატურად ერთვება.

 


კომენტარები:

ფართი შოპი