ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ნოემბრის თვიდან მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები. მისივე თქმით, მოსალოდნელია ცალკეული ადამიანების დაპატიმრებებიც.
“დაჭერები ნაკლებად იქნება, არა ისეთი როგორსაც ჩვენ ველოდებით, თუმცა ნოემბრისკენ იქნება ერთი-ორი ასეთი დაჭერები შედარებით გახმაურებულ საქმეებზე. რევოლუცია იქნება, არც ხალხი გამოვა ქუჩაში, პატარა მიტინგები იქნება, როგორც გვაქვს ხოლმე პარლამენტის წინ, მაგრამ ის, რომ რევოლუცია დავარქვათ, ეს არა”– განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.