ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

12 Oct 2018 01:14

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.


მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა.


ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2015 წლებში კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მანამდე ლევან გამყრელიძე 2013-2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.


კომენტარები:

ფართი შოპი