2-3 ივლისს, საქართველოში, 40° სიცხეს ელოდებიან

02 Jul 2017 17:20

2-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში 40°-ის ფარგლებში აღინიშნოს. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე ქვეყნდება.

სააგენტოს ცნობით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში - გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში - 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.


http://imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი