"მიშა სააკაშვილს ბოდიში მოუხდია ლევან ბერძენიშვილისთვის. ხოდა, მისი მომხრეები კიცხავენ" - ნიკა გვარამია

12 Oct 2018 22:39

"მიშა სააკაშვილს ბოდიში მოუხდია ლევან ბერძენიშვილისთვის. ხოდა, ჩემს ნიუსფიდზე მისი მომხრეები კიცხავენ (რბილად რომ ვთქვათ).


პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ რანაირად იციან ადამიანის შინაგანი განწყობა (სწორედ აქ იმალება ბოდიშის მოხდის მოთხოვნილება) მასზე უკეთესად? ან რა იციან, რისთვის მოუხადა ხსენებული ბოდიში?


ადამიანის მხარდაჭერა ნამდვილად არ აქცევს არავის მის მორალურ მენტორად და არც ამ ადამიანს არ აქცევს ვლადებულად, წინასწარ შეუთანხმოს მხარდამჭერებს, რას იზამს. მხარდაჭერის სანაცვლოდ არ შეიძლება ადამიანს მუდმივად შენს მძევლად ყოფნა მოსთხოვო. კრიტიკის უფლება ყველას აქვს (გინდა მიშასი, გინდა ბერძენიშვილის), მაგრამ მორალისტობა ძალიან ცუდი რამაა, და "მე შენ გიჭერ მხარს, შენთვის მდევნიან და საზიზღარი ლევან ბერძენიშვილი სად იყო ამ დროს" - უგუნურება და გულღრძოობა."


კომენტარები:

ფართი შოპი