"დიდი ბოდიში, მაგრამ მძღნერში ვზივართ!"- ნიკა გვარამია

15 Oct 2018 01:27

"ჩვენ გვმართავს კრიმინალური ბანდა, რომელის მეთაურიცაა ბიძინა ივნიშვილი. არ მგონია, ქართველმა ერმა, რომელმაც ამ დრომდე მოაღწია, ბიძინა ივანიშვილს გააჩერებინოს საქართველო."- ეს განცხადება ნიკა გვარამიამ თავის საავტორო გადაცემა "კვირის აქცენტებში" გააკეთა.


"როგორ უნდა დავამთავრებინოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ქვეყანა მარიხუანას პლანტაციებით და სალომე ზურაბიშვილებით. თუ ჩვენ ამას ვეგუებით, ეს არის სახელმწიფოებრიობის დასაარული, ამის გვირგვინი იქნება სალომე ზურაბიშვილის არჩევა. 


ქვეყანას მართავს ჭორვილის ბანდა. ამ განავალში ვიმყოფებით. მძღნერში ვიმყოფებით და თუ გვინდა მძღნერში ჯდომა - ვიჯდეთ! დიდი ბოდიში, მაგრამ მძღნერში ვზივართ! შევხედოთ ერთმანეთს თვალები და ვუთხრათ - მძღნერში ვზივართ! ეს არის მათი დამსახურება, ვინც "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა და მათიც, ვინც ჩუმადაა."- განაცხადა ნიკა გვარამიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი