"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" უნდა ნახოს საერთო და დაიწყოს ბრძოლა"- ვანო მერაბიშვილი

15 Oct 2018 04:11

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ციხიდან - რატომ არ ითხოვს ყოფილი პრემიერი შეწყალებას პრეზიდენტისგან, რატომ არ დატოვა მან ქვეყანა დაპატიმრებამდე და რას ამბობს ის "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფაზე.


ყოფილი პრემიერი-მინისტრი P.S.-სთანექსკლუზიურ ინტერვიუში მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს ეჭვი მის მეგობრებს აქვს თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად პირად საუბრებში მედიკოსებიც ეუბნებიან, რომ დაავადება, რომელიც მას აქვს ინფექცია იწვევს ეს ეჭვი უსაფუძვლო არაა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ მოწამვლის შემთხვევაში ძნელი იქნება იმის დადგენა რა საშუალებებით ხდება ეს და მაგალითისთვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო იუშენკო მოჰყავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმის დადგენა თუ რა ნივთიერებით მოწამლეს იუშენკო. ვანო მერაბიშვილის განცხადებით ის ყველაფრისთვის მზად არის და მას ვერ გატეხავენ ვერანაირი მეთოდით თუმდაც ეს მოწამვლა იყოს.


ვანო მერაბიშვილი მის პატიმრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ერთ კაციანსაკანში ჯდომა ყოველგვარი კომუნიკაციების გარეშე ჩვეულებრივი ანგარიშსწორებაა. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეშინია გამოცდილი პოლიტიკოსების და მათ იზოლაციაში აქცევს.


ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის მორალურად მყარად გრძნობს თავს და აგრძელებს ბრძოლას.


რამდენადაც ცნობილია ვანო მერაბიშვილმა არც ერთხელ არ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. როგორც თავად განმარტავს, მას არ სურს ვინმე იყოს დარტყმის ქვეშ და ამ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტმა თავად ვერ გარისკა.


ვანო მერაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ მან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ თუმცა გაქცევა ქვეყნიდან არ უფიქრია.


ყოფილი პრემიერი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ევროპული საქართველოს" გამოყოფასაც ეხმაურება. ამბობს, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე უნდა ნახოს საერთო და დაიწყოს ბრძოლა. მისივე თქმით ის ამ ორ ძალას ვერ ყოფს რადგან ორივე მათგანში ხედავს მის მეგობრებს და ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენია.


კომენტარები:

ფართი შოპი