"ქართულ ვალუტას ფუნდამენტურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს"- გიორგი ქობულია

17 Oct 2018 05:08

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასგანცხადებით, ქართულ ვალუტას ფუნდამენტურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. ამის შესახებ ქობულიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა იწვევს დღეს ლარის მცირე პუნქტებით რყევებს.


„პროგნოზების გაკეთება არამადლიერი საქმეა, მაგრამ ვიტოყოდი შემდეგს: რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ფუნდამენტალურად ლარის მდგომარეობის ანალიზს ვაკეთებთ. საქართველოს ვალუტა ამ რეგიონში და ზოგადად, ერთ-ერთი მყარი და ერთ–ერთი საფუძვლიანი ვალუტაა. ჩვენ ვალუტას დღესდღეობით ფუნდამენტალურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. დღეს რომ მოძრაობს 2,66–2,69, ასეთ მოძრაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი გადახრები არის მინიმალური გადახრები და ეს გადახრები არაფერზე მეტყველებს. გადახრები ჩანს, როდესაც ვალუტა 20–30% გაიაფდება.


ჩვენ გვქონდა, როგორც მახსოვს, 15% გაიაფება, რაც დაკავშირებული იყო რეგიონში მძიმე კრიზისთან. რატომ ხდება ეს? იმიტომ კი არა, რომ ლარს აქვს პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ინვესტორი, რომელსაც ხელში ლარი უჭირავს და გარშემო რეგიონს უყურებს, მაგალითად, ხედავს, თურქეთში თურქული ლირა გაუფასურდა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი, ზის ოფისში და ემართება პანიკა – რადგანაც თურქეთში გაუფასურდა, სხვაგან გაუფასურდა, რუსეთში გაუფასურდა ე.ი. შესაძლოა აქაც გაუფასურდეს და მოლოდინის საფუძველი ყიდის ლარს“, – განაცხადა ქობულიამ.


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი