ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა

17 Oct 2018 13:14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176  ფაქტი  გამოავლინა.


გამოძიებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ადგილი ჰქონდა საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი შესყიდვის აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენებას. საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მეწარმეები საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ - ს ანგარიშფაქტურების დამზადება-გასაღებას ახდენდნენ.


აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 133 პირი მისცა. 


კომენტარები:

ფართი შოპი