"მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს"

02 Jul 2017 18:19

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს და მუშაობას იმედში გააგრძელებს. ინფორმაციას კულუარებში ადასტურებენ, თუმცა ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. "პრაიმტაიმი" ცდილობს მაია ასათიანთან დაკავშირებას.  ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს. 


შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რუსთავი 2 რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა,  მათ შორის იყვნენ დიმა ობოლაძე და ნატა მახვილაძე. ასევე, რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2" ელისო ჯარიაშვილმა დატოვა და პრეზიდენტის ადმნისტრაციაში გადავიდა.  "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სავარაუდოდ მალე რუსთავი  2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია რუსთავი 2-ს დატოვებენ.

 

"პრაიმტაიმის" ექსკლუზივი


კომენტარები:

ფართი შოპი