'ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:
"ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების "ტეხასმოტრი" დააბრუნა!
ეკონომიკის სამინისტრო არის პასუხისმგებელი იმ კორუფციულ ფაქტებზე რაც ინსპექტირების ცენტრებში დაფიქსირდა. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის, მთავარი მიზანი გამონაბოლქვისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება იყო, საბოლოოდ კი ამას, შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა. შეგახსენებთ, რომ ინსპექტირების პროექტის განხორციელების და ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება, აღებული გვქონდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითაც და ამასთან ერთად შეასრულებელი იყო არაერთი ევრო-დირექტივაც. დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ფურცელზე დარჩა განუხორციელებლად. და როდესაც მე ვთქვი, რომ ინსპექტირების პროექტი ჩავარდათქო, ეს უბრალოდ ხმაურიან განცხადებად მოინათლა. დიახ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ჩააგდო სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი პროექტი! მიზეზი? მენეჯმენტის არარსებობა, არაკომპეტენტურობა და სავარაუდო კორუფცია! თუმცა რაღა სავარაუდო?!
კარგია, რომ ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა ის ფაქტები, რაზეც ჩვენ ბოლო ერთი თვეა აქტიურად ვსაუბრობთ.
ცნობისთვის:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ".