რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები

21 Oct 2018 15:38

რუსთავის მე-19 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ძლიერი აფეთქების შედეგად, არსებული წინასწარი ინფორმაციით, 6 ადამიანია დაშავებული. როგორც "საინფორმაციო პორტალ "მხარეს" რუსთავიდან აცნობეს, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.


როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა ავტოფარეხის დემონტაჟის დროს.


დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. 


შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.


კომენტარები:

ფართი შოპი