ძლიერი სიცხის გამო, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

02 Jul 2017 20:16

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 44 გრადუსიანი სიცხის შედეგად, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფრანსპრესი" სოფიის საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება. 

„ქალაქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურებმა დახმარება 200-მდე ადამიანს აღმოუჩინეს, ვინც თავი შეუძლოდ იგრძნო“, - განაცხადეს საგანგებო დახმარების სამსახურში.

უწყება მოსახლეობას ურჩევს, ჯერჯერობით სახლებიდან ნუ გავლენ.


წყარო: "პრაიმტაიმი"

primetime.ge/news/1498995001-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90#qfqRylxo1qoEtLYy.99


კომენტარები:

ფართი შოპი