"მარიხუანა ჩემი იდეაა, ეკლესია ვისთანაა საერთოდ, ეგღა მაკლია მაგათი აზრი მაინტერესებდესო"- ნიკა გვარამია

24 Oct 2018 05:20

ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება:


"აი რატომ არ უნდა შემეცოდოს გულანთებული რიგითი ქოცები?


გულწრფელად ელოდნენ, აი, ნახავთ, ბიძინა გამოვა, სახლებზე ქურდბაცაცა თანამდებობის პირებს დაახურავს, ფარცხალაძეს დაიჭერს, სუბელიანის ჩანაწერის გამო ვიღაცეებს დაიფრენს, სარალიძის საქმის უსწრაფესი გამოძიების პირობას დადებს, მარიხუანა აღარ გავიგონო მეორედო, იტყვის და ა.შ.


და რა მიიღეს? - რაც მეტი კარგი სახლია, მით უკეთესი და დიახაც 30 ათასი დოლარი ჯდება 350 კვადრატული კერძო სახლის აშენებაო; ფარცხალაძე გადასარევი ბიჭია და დაჭერა კი არა მადლობა უნდა ვუთხრათო, დიდი ამბავი თუ ვინმე ცემაო; სუბელიანი გიჟია და მაგას რა უნდა ვუსმინოთო; სარალიძის საქმეში გამოძიებას და სასამართლოს დაელოდეთ, დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათო; მარიხუანა ჩემი იდეაა და ხმა არ გავიგო მაგ თემაზე არავისი, ეკლესია ვისთანაა საერთოდ, ეგღა მაკლია მაგათი აზრი მაინტერესებდესო.


ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე დასძინა, მოეგდეთ ყველანი არჩევნებზე და სალომეს მიეცით ხმაო. ცუდად კიდევ მე გეუბნებით რომ არ ცხოვრობთო. მოეშვით რ2ის ყურებას და უკეთესად მოგეჩვენებათ სამყაროო.


უნდა შემეცოდოს, აბა არ უნდა შემეცოდოს საბრალო ქოცები? ჯერ ეს რომ ლიდერად გყავს და მერე კიდე ასე რომ გაგაპარტახებს 


კომენტარები:

ფართი შოპი