ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განხადებით, დღეს, მისი გატაცება სცადეს.
"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს , დღეს 00:30 სთ-ზე სავარაუდოდ მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას. რისგანაც შემთხვევით ერთმა კეთილმა ადამიანმა გადამარჩინა. მანქანის ნომერია PKP-362 , ვერცხლისფერი BMW X5 .დავრეკე საპატრულო პოლიციაში. რეაქცია ნოლი. ეხლა მივდივარ ვაკის რაიონის პოლიციაში."- წერდა ელიზბარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მოგვიანებით მან ამ შინაარსის პოსტი დაწერა:
"ეხლა გამოვედი ვაკის პოლიციიდან , ახალ გზაზე რომ არის . ნახევარი საათი მაყურყუტეს , პასუხიც ვერ გამცეს ვინ არის ამ მანქანის მფლობელი, რომელსაც ჩემი გატაცება უნდოდა ( ვერცხლისფერი X5 სახელმწიფო ნომერი PKP-362 ) .
პოლიცია, რომელიც ვალდებულია დაიცვას თითოეული ჩვენთაგანი კრიმინალისაგან - დუმს".