„რასაც ვერ მიბედავდნენ ნაცების დროს, დღეს გამიბედეს" -რატომ გააძევა მოსამართლემ ია მეტრეველი სასამართლოს სხდომიდან

26 Oct 2018 01:59

საქმის მოსამართლე მგელიაშვილმა, ბუტა რობაქიძის დედას, იამეტრეველს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას შვილსსასამართლო დარბაზში რეპლიკით გამოეხმა, დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

 

“ძვირფასო მეგობრებო! არ შემეძლო ჩემი ემოციური მდგომარეობა არ გადმომეცა თქვენთვის, რაცგამოწვეული იყო დღევანდელი ბუტას პროცესის მიმდინარეობიდან, სადაც მოსამართლე მგელიაშვილმაკიდევ ერთხელ გამოავლინა უსამართლობა, დაზარალებული, (გაუბედურებული) მხარის ანუ ჩვენს მიმართ,უკვე მე- 15 წელი იწყება, მას შემდეგ რაც სამართალს ვეძებ და დღემდე ბრძოლაში ვარ”, – ამის შესახებ .

 

ბუტას მკვლელები დაუსჯელები დადიან ჯერ კიდევ, 6 წელი გადის, რაც ახლიდან განახლდა ბუტას საქმე დამიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რაც უკვე გაუსაძლისია ჩემთვის, ვითმენ ამდენი წლებია,კრიმინალებისგან შეურაცხყოფებს, ცინიზმს და რაც მთავარია, ამაზრზენ ჩვენებებს , რომლებსაც როცაროგორ დასჭირდებათ ისე ცვლიან. მე ადრე არა ერთხელ გამიკეთებია კომენტარები იმის შესახებ, რავითარებაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, ეს არ იყო სასამართლო ეს იყო საცირკო მასკარადები,პროცესები მიჰყავდა დამნაშავე ფირცხალავას და ასე შემდეგ. დამნაშავეებს საშინელი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათჩვენი მოწმეები, შეურაცხყოფბს აყენებდნე პროკურორებსაც, მოსამართლესაც კი უბედავდნენ შენიშნებს.თუმცა გასაოცარი ის იყო რომ მოსამართლე მგელიაშვილი, ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებდა თვალსპროცესებზე მიმდინარე ბალაგანს, ის კი არადა, სულ ბატონობით და დიდი მოწიწებით მიმართავდადამნაშავეებს, მათთვის ყველაფერი ნებადართული იყო და არის, თუმცა ჩვენს მიმართ ასეთდამოკიდებულებას ვერ ვხედავ, მან არა ერთხელ დახურა სხდომები და გაგვაძევა დარბაზიდან, ბუტას მამაცგააძევა რამდენიმე პროცესის წინ და არ უშვებს სხდომებზე.

 

სწორედ ასე მოიქცა დღესაც, მხოლოდ იმიტომ რომ დღევანდელ პროცესზე ვისმინე საოცარი ტყუილებიფირცხალავასგან, საკმაოდ ვითმინე ეს ყველაფერი, მხოლოდ ერთი რეპლიკა ვუთხარი მას, რაზედაც“აღშფოთდა” კრიმინალი ფირცხალავას შვილი, რომელიც პროვოკაციების მოსაწყობად იყო მოსული. მანთავხედურად, მოსთხოვა მოსამართლეს სიმკაცრე გამოეჩინა ჩემს მიმართ, წარმოგიდგენიათ ვისთან მაქვსსაქმე? რაზედაც მე საკადრისი პასუხი გავეცი, სწორედ ამის მერე მოსამართლე მგელიაშვილმა, მაშინვეგაითვალისწინა ფირცხალავას შვილის მოთხოვნა და დაგვატოვებინა დარბაზი, უფრო მეტიც დაგვესიენმანდატურები, სწორედ ისე, სააკაშვილს დროს რომ იყვნენ სასტიკი მოძალადეები და ძალის გამოყენებასაცაპირებდნე ჩვენზე, ერთი მანდატური ეუბნებოდა მეორეს, რაღას უყურებ მოკიდე ხელი და გააიყვანეო ანუძალის გამოყენებაზე მიუთითებდა, წარმოგიდგენიათ, იმას, რასაც ვერ მიბედავდნენ ნაცების დროს, დღეს ესგამიბედეს.

 

მაშინ როცა წინა პროცესზე მიქაძის ადვოკატმა, კობა კობახიძემ შეაგინა ზაზა ბაქრაძეს, მოსამართლესრეაქციაც არ ჰქონია, მაშინ როცა კობახიზე, შეტრიალებული კეპით, წამოწოლი , ვითომ პლაჟზე იყოს, უზისპროცესებზე მოსამართლეს და ლამის ფეხები დაუწყოს მაგიდაზე, არანაირი რეაქცია არა აქვს. ამას იმიტომვწერ რომ მრჩება შაბეჭდილება, მგელიაშვილი რომელსაც, არა ერთი გამამართლებელი განჩენი აქვსგამოტანილი, დამნაშავე ნაციონალებისთვის, ელოდება 28- ში ნაცების გამარჯვებას და ამ ემოციებს ვერფარავს. მინდა ვუთხრა მგელიაშვილს, ეგ აღარასდროს აღარ მოხდება და იმედს ვიტოვებ კეთილგონიერებასმოუხმობთ და სამართლიან განაჩენს გამოიტანთ. ცოტა ვრცლად გამომივიდა რაზედაც ბოდიშს გიხდით.ძალიან ანერვიულებული ვარ”, – წერს ია მეტრეველი.


კომენტარები:

ფართი შოპი