“ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას” - თემურ ალასანია (სავარაუდოდ)

26 Oct 2018 04:26

პროკურატურა შეისწავლის უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იჩანაწერის შინაარსს და მასში არსებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, –ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.


მათივე ცნობით, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს საგამოძიებო უწყება გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყებისშესახებ გადაწყვეტილებას.


შეგახსენებთ, რომ უკრაინულ საიტზე  zdes.com.ua- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადა ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში, საუბარია საქართველოშიმიმდინარე პოლიტკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.


“ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას”, – ამბობს ჩანაწერში თემურ ალასანია.


მიხეილ სააკაშვილი: გვარამია ხო არ გამოჩენილა? ხო არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე?


თემურ ალასანია: ძაან სწორ აზრზეა, ძაან კარგად არის. უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ, ერთადერთი ნიშა ჩვენი არიო რადიკალიზაცია საზოგადოების.


მიხეილ სააკაშვილი: მოახდინოს რადიკალიზაცია. რადიკალიზაცია გამოიწვევს ქაოსს რა.


თემურ ალასანია: აი როგორი იცი? ნამდვილად იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი ნახავ თუ არა.


მიხეილ სააკაშვილი: კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს აწი პროპაგანდა სულ. მარა, ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდაპროპაგანდის, თბილისის “Middle-class”-ისთვის და უნდა ვისწავლოთ ასევე ინტერნეტ-სეგმენტის გამოყენება.


თემურ ალასანია: ზუსტად ეგრეა


მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის “middle class“-ის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზულიჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროშიდა ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს “Self made“ ბიზნესებითბილისის ცენტრში.


თემურ ალასანია: ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა.


მიხეილ სააკაშვილი: და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.


თემურ ალასანია: არა. ეს არის ავანდმყოფი ერია რა. ეს არის… ამათ სანამ არ დაა…ვამ თავზე და სანამ დედას არმოუ…ავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა


მიხეილ სააკაშვილი: ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ეხლა რატომ იქნება…


თემურ ალასანია: მაგათი დედა მოვ…ან მე ქართველების „პროსტა“. ქართველების დედა მოვ…


ან „პროსტა“. ვინარიან ესენი ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი „პროსტა“ აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ… სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი ეხლა მოხდება, აი ეხლა მოხდება…


მიხეილ სააკაშვილი: ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. არიან რაღაცა… ეს არჩევნები კიდე უფროდააბნევთ იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ. ისა რა ქვია…


თემურ ალასანია: დავიღალე. იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე? არა! 


„პროსტა“ აი ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას. „პროსტა“, “Simple as that”. “Simple as that”.


მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას.


კომენტარები:

ფართი შოპი