დუშეთში აფხაზეთის ომში 1993 წლის 2 ივლისს ტამისში დაღუპული დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის წევრები გაიხსენეს

02 Jul 2017 23:35

დუშეთში აფხაზეთის ომის დროს 1993 წლის 2 ივლის ოჩამჩირის რაიონის დაბა ტამისში გმირულად დაღუპული დუშეთის სწრაფი რეგირების ბატალიონის წევრები გაიხსენეს.


დუშეთის შემოსასვლელში განთავსებული აფხაზეთში ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, ყაზბეგის თიანეთის და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარი დეპუტატის დუშეთის ბიუროს თანამშრომლებმა, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლებმა, დუშეთის ბატალიონის ვეტერანებმა, და მოქალაქეებმა გვირგვინით შეამკეს.


ამის შემდეგ ღონისძიების მონაწილეები დუშეთში ძმათა სასაფლაოზე გაემართნენ და გვირგვინებით შეამკეს  ტამისში დაღუპული დუშეთის ბატალიონის მებრძოლების საფლავები.


ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, და ვეტერანთა სახელმწიფო საქმეთა სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი გოჩა ნაყეური.


მოამზადა:  იოსებ ჭონქაძემ


კომენტარები:

ფართი შოპი