სალომე ზურაბიშვილი 40%, გრიგოლ ვაშაძე 40% - "რუსთავი 2" ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს

28 Oct 2018 23:00

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგი ცნობილია. გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, ათასობით ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა.


დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 


დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:


გრიგოლ ვაშაძე - 40%

სალომე ზურაბიშვილი - 40%

დავით ბაქრაძე - 10%

შალვა ნათელაშვილი - 3%

დავით უსუფაშვილი - 2%

ზურაბ ჯაფარიძე - 2%


კომენტარები:

ფართი შოპი