"მოიმარაგეთ ყავა, “რედ ბული”, ჩაი, აგერ მეც ჩაის ვსვამ გაუჩერებლად, გავსკდი ნერვიულობით"- სააკაშვილი

29 Oct 2018 05:59

“ჩვენს აქტივისტებს, კომისიის წევრებს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. მეგობრებო, ახლა მოიმარაგეთ ყავა, “რედ ბული”, ჩაი, აგერ მეც ჩაის ვსვამ გაუჩერებლად, გავსკდი ნერვიულობით, ამის შორიდან ყურება როგორია. ყველა ოქმი დავიცვათ”,–  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა”რუსთავი 2″- ის ეთერში განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილი ფიქრობს, რომ მეორე ტური გარდაუვალია.

“რუსთავი2”-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, არჩევნებში ხმები თანაბრად გადანაწილდა და მეორე ტური გარდაუვალია“, – განაცხადა სააკაშვილმა.



როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ღამის 01:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია. ამ მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგები ასე გადანაწილდა:


სალომე ზურაბიშვილი - 65 840 ხმა, 40,05%

გრიგოლ ვაშაძე - 62 352 ხმა 37,93%

დავით ბაქრაძე - 17 798 ხმა 10,83%

დავით უსუფაშვილი - 2526, 1,54%

ზურაბ ჯაფარიძე - 2 650 ხმა, 1,61%

კახა კუკავა - 1953 ხმა 1,19%

შალვა ნათელაშვილი - 6 842 ხმა 4,16%

მიხეილ ანთაძე - 107 ხმა, 0,07%

ვახტანგ გაბუნია - 186 ხმა 0,11%

ზვიად მეხატიშვილი - 80 ხმა, 0,05%

გიორგი ლილუაშვილი - 85 ხმა, 0,05%

აკაკი ასათიანი - 171 ხმა, 0,1%

ოთარ მეუნარგია - 67 ხმა 0,04%

ირაკლი გიორგაძე - 39 ხმა, 0,02%

ზვიადი ბაღდავაძე - 42 ხმა, 0,03%

მიხეილ სალუაშვილი - 281 ხმა, 0,17%

ზვიად იაშვილი - 47 ხმა, 0,03%

თამარი ცხორაგაული - 385 ხმა, 0,23%

გელა ხუციშვილი - 151 ხმა, 0,09%

ლევან ჩხეიძე - 328 ხმა, 0,2%

ბესარიონ თედიაშვილი - 329 ხმა, 0,2%

გიორგი ანდრიაძე - 1180, 0,72%

კახაბერ ჭიჭინაძე - 126, 0,08%

ვლადიმერ ნონიკაშვილი - 68 ხმა, 0,04%

თეიმურაზ შაშიაშვილი - 755 ხმა, 0,46%


კომენტარები:

ფართი შოპი