ანალიტიკოსი მათე გაბიცინაშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის შეფასებას აქვეყნებს:
"წლებია მომსწრენი ვართ ათობით სავაჭრო ბაზრობის დაწვის. ამ ფაქტებს მოაქვს უდიდესი ზარალი არა მხოლოდ იქ მოვაჭრეთათვის, არამედ მთლიანი ეკონომიკისთვისაც.
წლებია ამ ფაქტების პარალელურად იბლოკება კანონები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. წლებია ამ ქვეყნის მმართველ ეკონომიკურ გუნდს, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: რისკების მინიმიზაციისთვის მოვაჭრეებს უნდა ჰქონოდათ თავიანთი ბიზნესების დაზღვევა უზრუნველყოფილი. ცხადია ასეთი ტრაგედიები, მათი მასშტატებებიდან და რაოდენობიდან გამომდინარე არის არა ინდივიდუალური ტრაგედიები, არამედ სისტემური კრიზისი, რომელსაც სჭირდება მკაცრი რეგულირება და უსაფრთხოების ნორმების გაკონტროლება მასზე საჯარო პასუხისმგებლობის აღებით, რათა პრევენციულად მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არა მხოლოდ პირადი დანაკარგები, არამედ საერთო ზარალი ეკონომისთვის.
დარწმუნებული ვარ გახარია და ჩვენი ეკონომიკური ბლოკი პარლამენტში შესულ კანონპროექტს შრომითი სტანდარტებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისევ რიხიანი არგუმენტებით უპასუხებენ, რომ რეგულაციები არ ვარგა.
ან მართეთ ქვეყანა და ეკონომიკა, ანდა რავიცი, შეეშვით ამ საქმეს. სირცხვილია უკვე!"