გერმანიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციას იწყება

03 Jul 2017 01:02

გერმანიიდან უცხოელების დეპორტაცია გახშირებულია. გერმანული საიტის RP-online-ის ინფორმაციით, დიუსელდორფის აეროპორტიდან ხელისუფლება დაიწყებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას.


პოლიციის განმარტებით, დიუსელდორფიდან დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თავშესაფარის მოთხოვნაზე ოპერატიულად უარის თქმასთან და მიგრანტებთან მიმართებით მკაცრ დამოკიდებულებასთან.


„ყველა უნდა იყოს მზად, რომ დეპორტირებულთა რიცხვი მუდმივად გაიზრდება. ეს მიგრაციული კრიზისის მეორე მხარეა", - განაცხადა გერმანიის შს სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ბურხარდ შნეიდერმა.


28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე მეტი - 73 მოქალაქე გერმანიიდან იქნა დეპორტირებული. 


წყარო: REPORTIORI.GE


კომენტარები:

ფართი შოპი