ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს ჩატარდება

06 Nov 2018 06:03

„საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს,  რაც წერია კონსტიტუციაში”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.

მისივე თქმით, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების“ საარჩევნო სია შედგება, ძალიან ბევრი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი. კობახიძის განმარტებით, სიის განახლება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე საუბრობს.


კომენტარები:

ფართი შოპი