"7 ნოემბერი ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა"- ნიკა გვარამია

07 Nov 2018 17:13

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალური ქსელის მეშვეიბით 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკ დარბევაზე წერს:


"მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მწამს, ფაქტებით ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაინც ვიტყვი, ოღონდ არც მთავრობის, არც რომელიმე უწყების, არც რომელიმე ხელმძღვანელის ნაცვლად ლაპარაკს არ ვაპირებ.


7 ნოემბერი ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა. დროა ვთქვა ჩემი და არა კოლექტიური სახელით - ასეთი შეცდომა (მთელი წყება) არც მანამდე და არც მერე არ დამიშვია. ანთებული ვიყავი, დარწმუნებული, რომ კვლავ ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ ჩემ თვალ წინ და რაც ყმაწყვილობის ასაკში ვერ ვქენი (გამსახურდიას დამხობისას), ახლა უნდა მექნა. ანთებული მდგომარეობა, კიდევ, არ არის კარგი სახელმწიფო მოხელისთვის, მით უფორ სამარტალდამცავისა და ძალოვანისთვი, ვინც სულ ცივსისხლიანი უნდა იყოს. ახლა ვიცი, მაშინ არ ვიცოდი.


ოღოდ არა იმედის ნაწილში, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, ლამის ხარაკირი გავიკეთე თავის დროზე ამის ნიადაგზე. რაც ჩემია, ჩემია. იმედის დარბევაზე პასუხისმგებლობა ამ რიგს არ განეკუთვნება.


ოღონდ ესეც უნდა ვთქვა: 7 ნოემბრის ფაქტის მერე, ნაცემივით იყო ყველა, ვისაც ვიცნობდი - გინდ ხელისუფლებიდან, გინდ ჩვენი ამომრჩევლიდან. ერთადერთი ადამიანი მეგულება ყველაფრით ბედნიერი მაშინდელ საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი. მაშინ მეგონა, რომ ბადრი რომ მოიშორა, მისი მთავარი მტერი, იმიტომ. ახლა ვიცი, ორივე რომ მოიშორა - მიშაც და ბადრიც, იმიტომ ხარობდა. მაშნ უკვე იცოდა, რას იზამდა 2011 წელს."- წერს გვარამია.


კომენტარები:

ფართი შოპი