10 ნოემბერს, ეროვნული ჰიმნი პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება ფლორენციაში

10 Nov 2018 04:44

10 ნოემბერს, 16:30 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრები იკრიბებიან. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება.  ეროვნული ჰიმნი პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება ფლორენციაში, Stadio Artemio Franchi-ზე, რაც პრინციპული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს.


რესპუბლიკის მოედანზე ეროვნულ ჰიმნს ანსამბლებთან „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ გულშემატკივრები შეასრულებენ.


10 ნოემბერს შედგება ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იტალიასა და საქართველოს შორის. რაგბის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ მატჩს.


ესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორი: რაგბის კავშირი და ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი აისი.


მხარდამჭერები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, დაცვის პოლიცია

მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, on.ge


ასევე 10 ნოემბრეს, 16:30 საათზე, თურქმენეთში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიან ოლიმპიური, მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.


კომენტარები:

ფართი შოპი