კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“-ს ფარგლებში, გამწვანების აქცია გაიმართა

11 Nov 2018 05:07

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივითა და კომპანია „სოკარი“-ს მხარდაჭერით, ვარკეთილში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე  180-ე სკოლის ტერიტორიასა და კიდევ სამ მისამართზე, გამწვანების აქცია გაიმართა. კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“-ს ფარგლებში,  დღეს 700-მდე წიწვოვანი ხის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, კომპანია „სოკარი“-ს წარმომადგენლებმა, 180-ე სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს მონაწილეობა.


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კომპანია „სოკარს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მსგავსი აქციების მოწყობაში ბიზნესის ჩართულობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, გამწვანების აქციები  სხვადასხვა მასშტაბით, სხვა რაიონებშიც გაგრძელდება.


სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის თქმით კი, ვარკეთილში გამწვანების აქციები ხშირად ეწყობა და რაც ძალიან სასიხარულოა, ადგილობრივი მოსახლეობა მასში აქტიურად  მონაწილეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი