შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

11 Nov 2018 05:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ფ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 19 აბი ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი