მორიგი ახალი სკოლის შენობა სოფელ ჭანიეთში გაიხსნა

11 Nov 2018 06:02

ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გახსნა.


სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიით, აქვს ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აქვს სპეციალური ლიფტი, პანდუსი, შესაბამისი სველი წერტილები. სკოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 507 000 ლარით დაფინანსდა.


სოფელ ჭანიეთის სკოლის ძველი შენობა ამორტიზირებული იყო და მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბავშვები დროებით ალტერნატიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდნენ. რთულ პირობებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობამ სკოლიდან მოსწავლეთა მასიური გადინება გამოიწვია, მაგრამ ახალი, თანამედროვე ტიპის სკოლის მშენებლობამ სოფლიდან ქალაქში გადაყვანილი მოსწავლეების უკან დაბრუნებას შეუწყო ხელი.


გახსნის ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, განათლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ჩვენ დაგპირდით, რომ თქვენი შვილები თანამედროვე სკოლაში ისწავლიდნენ და დღეს, ოზურგეთში, ჭანიეთში ახალი სკოლა გავხსენით. ჭანიეთს 70 წელზე მეტი არ ჰქონდა სკოლისთვის ნორმალური შენობა, მაგრამ ჰყავდა დიდი ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები. ამ ეზოში უკვე არის ევროპა!” - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სკოლის გახსნაზე მისულ საზოგადოებას.


2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით 48 ახალი სკოლა აშენდა.



კომენტარები:

ფართი შოპი