ერთიან ეროვნულ გამოცდებში 18 მსჯავრდებული აბიტურიენტი მონაწილეობს

04 Jul 2017 01:25

ერთიან ეროვნულ გამოცდებში 18 მსჯავრდებული აბიტურიენტი მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, მსჯავრდებულები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ ჩააბარებენ.


“მსჯავრდებული აბიტურიენტები ჯამში 18-ია. აქედან ერთი არის ქუთაისში, დანარჩენი – თბილისში, ხვალ ველოდებით მსჯავრდებულებს. აქედან ერთ-ერთი გოგონაა”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.


ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.


დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო. წელს, გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს.


წყარო:  საინფორმაციო პორტალი “კვირა”


კომენტარები:

ფართი შოპი