თიანეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

12 Nov 2018 05:51

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი  საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას  გაეცნო.


კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება. რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს,  უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმო  აღიჭურვება  რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით  და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.  კოოპერატივს  ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან  თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  „ყვარის მთა“   თიანეთის მუნიციპალიტეტში  2016 წლიდან საქმიანობს და 19  ადგილობრივს აერთიანებს. 


სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ ასევე ჩართულია „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში. კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით   302 ჰა  სათიბ-საძოვარი და  საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა.  


„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 10  ახალი კოოპერაციული  საწარმო ამოქმედდება .


კომენტარები:

ფართი შოპი