არჩილ თალაკვაძე: სადაც ხანძარი ჩნდება, ოპოზიცია მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს!

04 Jul 2017 01:29

„ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ახალი სამსახური – სახანძრო–პოლიტიკური დახმარებაჩამოაყალიბა და სადაც ხანძარი ჩნდება, მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


თალაკვაძის თქმით, ერთადერთი, რაც გასაჭირში გაერთიანებულ ხალხს და ხელისუფლებას უცნაურ მომენტად დაამახსოვრდება, სწორედ ოპოზიციის ქცევა იყო.


„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დროული რეაგირება მოახდინა დამეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლეს. რომ არა მამაციმეხანძრეების თავდადება, ზარალი ძალიან დიდი იქნებოდა. ქალაქის მთავრობა დაშესაბამისი სამსახურები პირველივე წუთებიდანვე ადგილზე იყვნენ ხალხის დადაზარალებულების გვერდით და ასე იქნება მომავალშიც. მადლობა ჟურნალისტებს დამედიას, რომ ამ რთულ სიტუაციაში ყველაფერი გააშუქეს.


ერთადერთი, რაც გასაჭირში გაერთიანებულ ხალხს და ხელისუფლებას უცნაურ მომენტადდაგვამახსოვრდება, არის ოპოზიციის ქცევა – იმის ნაცვლად, რომ თვითონაც თანადგომაგამოეჩინათ, ყველამ ვნახეთ დიდუბის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს როგორ„ღირსეულად” შემოესივნენ და უტევდნენ. პასუხიც მიიღეს. ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ახალი სამსახური – სახანძრო–პოლიტიკური დახმარება ჩამოაყალიბა და სადაც ხანძარიჩნდება, მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”


კომენტარები:

ფართი შოპი