გიორგი ანდრიაძე: "ციანიდის საქმე“ სპექტაკლია - არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს!

04 Jul 2017 01:53

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე თვლის, რომ „ციაიდის საქმე“ ქართული ეკლესიის მტრების მიერ დადგმუმლი სპექტაკლია და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრების გამო ატეხილი მთელი დავიდარაბა საქართველოში მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას ემსახურება:


„როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძეს ოპერატიული სამსახურები უთვალთვალებდნენ და ფარულად უსმენდნენ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მის მიერ ციანიდის შესყიდვის ფაქტი ვერ დააფიქსირეს, არადა დეკანოზი არც ჯეიმს ბონდია და არც მატა ჰარი, რომ სპეცსამსახურებს შეუმჩნევლად დასხლტომოდა ხელიდან. დიდი ხანია ვამბობ, რომ „ციანიდის საქმე“ სპექტაკლია, რადგან არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს. „ციანიდის საქმის“ ფონზე განვითარებული მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება, „ენდიაის“ უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ქართული ეკლესიის რეიტინგი განახევებულია, სამაგიეროდ, გაპიარებულია მეუფე პეტრე, როგორც „სიმართლისთვის მებრძოლი“- აი, ეს არის „ციანიდის საქმის“ შედეგი! ვვარაუდობ „ციანიდის საქმე“ დეკანოზ მამალაძის გამართლებით დასრულდება, რის შედეგადაც მივიღებთ პირწმინდად გამარჯვებულ მეუფე პეტრეს და დამარცხებულ საპატრიარქოს ადმინისტრაციას. დეკანოზი საქართველოში თუ არ გამართლდება, აუცილებლად გამართლდება სტრასბურგის სასამართლოში. არ არსებობს მყარი არგუმენტები და არ არსებობს მოწმეც, რომელიც დეკანოზ მამალაძეს ხელს დაადებს და იტყვის, რომ იგი შორენა თეთრუაშვილის მოკვლას აპირებდა.“- აცხადებს გიორგი ანდრიაძე "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.


წყარო: http://www.newposts.ge


კომენტარები:

ფართი შოპი