ლაბორატორიას ლატვიელი პარტნიორი - “BIOR”-ის დირექტორი ეწვია

14 Nov 2018 03:50

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ვიზიტით ლატვიელი პარტნიორი იმყოფებოდა. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის დირექტორი, აივარ ბერზინში LMA-ს შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.


“BIOR”-ის დირექტორი, აივარ ბერზინში,  LMA-ს დირექტორს, ირაკლი გულედანს შეხვდა და მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. BIOR - თან თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებს  სურსათის კვლევის მიმართულებით ინტენსიური სწავლებები უტარდებათ. სწავლებები ტარდება როგორც LMA-ს ბაზაზე, ასევე, ლატვიაში “BIOR”-ის ლაბორატორიაში.


მიღებული ცოდნით შესაძლებელი ხდება ევროკავშირის სტანდარტისა და გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის.


კომენტარები:

ფართი შოპი