"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, 2 ძალიან ცენტრალურ ბაზრობაზ გაჩენილი ხანძარი - გარკვეულ ეჭევებს აჩენს.
"უპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების, რომ დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შემდეგ უნდა განისაზღვროს ზარალის ოდენობა და მერიამ უნდა მოახდინოს იმ დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა. რაც შეეხება თვითონ დღევანდელ ფაქტს, ძალიან საეჭვოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, 2 ძალიან ცენტრალურ ბაზრობაზე თბილისში ჩნდება ხანძარი", - - აღნიშნავს უდუმაშვილი.