საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური მოლდოვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტს ვიორიკა კარარეს შეხვდა.
მხარეებმა, ორმხრივი შეხვედრისას, უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, კონკურენციისსფეროში ნორმების დარღვევასთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობაზე, ასევე ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობისბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის საერთაშორისო მეთოდოლოგიის შემუშავებაზე; კონკურენციის პოლიტიკისაღსრულებისა და პროცედურული სამართლიანობის რისკებზე, პერსპექტივებზე, ინიციატივებზე და ა.შ.
შეხვედრა საქართველოსა და მოლდოვის კონკურენციის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაცხელი 2017 წელს მოეწერა.
ნოდარ ხადური 13-15 ნოემბერს, ქ. კიშინიოვში, მოლდოვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებოფედერალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებათა მოკვლევის პროცედურები და მეთოდები“ იღებსმონაწილეობას. კონკურენციის სფეროში წამყვანი ექსპერტები შემდეგ საკითხებს განიხილავენ - FBI პროაქტიული მეთოდოლოგია; თანამშრომლობის (Leniency) პროგრამა; დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, ანტიკონკურენტული შეთანხმებები და ა.შ. კონფერენციაში ასევემონაწილეობენ - მოლდოვის, ბელარუსიის, ლიეტუვას, რუმინეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები.