მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად "კასტელ ჯორჯიას" ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა

04 Jul 2017 02:13

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

 

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 


მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.


http://commersant.ge

 


კომენტარები:

ფართი შოპი