ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტს" აქვეყნებს:
„მხოლოდ საქართველოში ხდება ასე:
- როდესაც ბაზრობაზე მაღაზიები იწვის.
- პოლიტიკოსები ქულებს ჩაწერას ცდილობენ.
- მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან.
- დაზარალებულები კი მთავრობისგან მოითხოვენ, ხალხის ფულიდან, გადასახადებით რომ შედის ბიუჯეტში - აგვინაზღაურეთ დამწვარი საქონლის საფასურიო, რომელის დასაზღვევად ჩვენ ფული დაზოგეთ, არ დააზღვიეთ და ისე ავაწყეთ ბიზნესიო.
- გადამხდელებს, ერთის მხრივ ეცოდებათ დაზარალებულები, მეორეს მხრივ არ ესმით რატომ უნდა აუნაზღაურონ კერძო ბიზნესს ზარალი და მესამეს მხრივ არანაირი არც ვალდებულება და არც მოქმედი კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ ამ ღარიბი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვისაც რამე დაეწვება - გადასახადის გადამხდელებმა აუნაზღაურონ.
პ.ს. გახადეთ საქონლის დაზღვევა სავალდებულო !!!“ - წერს კოკა ყანდიაშვილი.