"ჰაჰაჰა... ბოკერია პანიკაშია! ჯერ სადა ხარ, გიგა!"- ირმა ინაშვილი

15 Nov 2018 03:26

“პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


“ჰაჰაჰა... ბოკერია პანიკაშია!


ჩემი კონსტიტუციური უფლებაა,- მივიღო ან არ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. დავუჭირო მხარი კონკრეტულ კანდიდატს და არ დავუჭირო მხარი- სხვას. ვინ ეკითხება ბოკერიას, განმისაზღვროს ან ჩემი არჩევანი, ან ვინ ეკითხება ბოკერიას,- მოუწოდოს "ქართულ ოცნებას", რომ არ მიიღოს ჩემი მხარდაჭერა. 


სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემს გადაწყვეტილებაზე "ქართული ოცნება". ზურაბიშვილის მხარდაჭერით მხარს "ქართულ ოცნებას" არ ვუჭერ, მხარს ვუჭერ მარტივ ჭეშმარიტებას- სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი ხელისუფლებაში ვეღარასდროს უნდა მოვიდეს და ვერც მოვა! ბოკერიამ კიდევ გააგრძელოს პანიკურ მდგომარეობაში ყოფნა. ჯერ სადა ხარ, გიგა,-წერს ინაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი